Quantcast
Channel: ურთიერთობები – PINK.ge
Viewing all 30 articles
Browse latest View live

იცი თუ არა, რა არის “კარგი სექსი”?

$
0
0

“კარგი სექსის” შესახებ ყველას გვსმენია. თუმცა (თურმე) რთულია შეაფასო სექსი კარგია, თუ ცუდი, სანამ თავად არ გამოსცდი კარგ, აღმაფრთოვანებელ, სულელურ, მაგრამ საოცარ, “აქამდე რას ვაკეთებდი” – სექსს.

თუ ცხოვრებაში შეხვდი მამაკაცს/ქალს, რომელმაც გაიძულა შენი წარსული სექსუალური გამოცდილებისთვის გადაგეხედა, თავი “ნამდვილ ქალად” გაგრძნობინა და დაგარწმუნა, რომ “ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა”, მაშინ გილოცავ, შენ “ის” იპოვე.

რატომ? იმიტომ, რომ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ, განვიხილოთ, დავგმოთ და მოვიწონოთ, სექსი ინტიმური ურიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პრიორიტეტები ინდივიდების მიხედვით იცვლება, თუმცა ეს (!) თითქმის გამონაკლისების გარეშე, ყველგან, ყველასთვის (სქესის მიუხედავად) მნიშვნელოვანია.

თუ არ გქონია ასეთი გამოცდილება, ან შენი ახლანდელი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი ხარ, თუმცა არ იცი, “ეს ის არის”, თუ – არა, გადახედე “არც ისე კარგი სექსის” კრიტერიუმებს.

იმედი გვაქვს, პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც დაგეხმარებით “უმთავრესი ჭეშმარიტების” გამოცნობაში, დანარჩენი კი… დანარჩენი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რადგან თავად ხარ საკუთარი სხეულის და სხვა დანარჩენის პატრონი და განმკარგავი.

1. ბევრს ფიქრობ

სექსის დროს შენი გონება მუდმივად სხვა მიმართულებით გარბის და ამის კონტროლი არ შეგიძლია. შენი ფიქრები “უთო ხომ გამოვრთე” რუტინული მოქმედებების ზღვრებს სცდება და იმ დროს, როცა მთლიანად უნდა ნებდებოდე სიამოვნებას, იმაზეც კი ფიქრობ: “რა ჩაიცვა ხვალ”, ან “დირექტორის ბოლო დავალება ჯერაც არ შეგისრულებია, ნეტავ პრობლემები ხომ არ შეგექმნება?”.

მართალია, ყველას გვქონია ცუდი დღეები, მაგრამ თუ საკუთარ გონებას ხშირად ვერ იმორჩილებ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენს პარტნიორთან სექსი იმდენად მოსაწყენია, დროს არ კარგავ, უფრო მნიშვნელოვან თემებზე იფიქრო.

2. ფინალამდე წუთებს ითვლი

ჰო, და გამოიცანი რას ვგულისხმობ ფინალში: რა თქმა უნდა, შენი პარტნიორის ფინალს, რადგან შენ ხომ ამაზე ვერც იოცნებებ. რამდენსაც უნდა ეცადო, არ გამოდის და ალბათ “ასეა ყველა, კაცებისთვის მარტივია, მაგრამ ალბათ, ქალები სიამოვნებას ძალიან იშვიათად იღებენ. რთულია და რა ვქნა?! ჰო და, კიდევ, ალბათ ჩემი მეგობრები რომ კარგ სექსზე ლაპარაკობენ, ამას გულისხმობენ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა საყვარელ მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებ… ნეტავ თმის უთო ჩართული ხომ არ დამრჩა… ხვალ აუცილებლად უნდა წავიდე კაბის საყიდლად, თორემ შემდეგ კვირაში ვეღარ მოვიცლი… წარმოდგენა არ მაქვს, როგორი კაბა მინდა, მაგრამ ხვალ გავივლი და იმედი მაქვს, რამე მომეწონება… ნინოს უნდა დავურეკო, გამომყვეს, მარტო ხომ არ წავალ… აი მორჩება და დავურეკავ… ნეტავ როდის მორჩება…”

3. ფინალის დადგომისთანავე იცვამ

ან გადასაფარებელს სწვდები, რომ შიშველი არ დაგინახოს. სწორად გამოიცანი! ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასთან თავს კომფორტულად არ გრძნობ, შესაბამისად, (თითქმის) ვერასდროს იღებ სიამოვნებას. შენ წარმოიდგინე, შენი პარტნიორისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენს ცელულიტს, ოდნავ (ან მეტად) მოშვებულ მუცელს თუ იმას, რომ ფრჩხილები ერთი კვირაა არ გაგიკეთებია. იმიტომ, რომ ის შენთანაა, ანუ მოსწონხარ (უყვარხარ), მცირე დეტალები უმნიშვნელოა, თუმცა რაც მეტ ყურადღებას გაამახვილებ ამ დეტალებზე, მით მეტად შეგაწუხებს ეს ამბავი და შენი სიამოვნების ხარისხიც პროპორციულად შემცირდება.

4. სიამოვნებას მხოლოდ გარკვეულ პოზაში იღებ

თუ ეს პრობლემა გაქვს, დააკვირდი პოზას. სავარაუდოდ, ამ პოზაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში ნაკლებად თვალშისაცემია შენი “ნაკლოვანებები”, შესაბამისად, მათზე აღარ ფიქრობ; ასევე სავარაუდოდ, ამ პოზაში სექსი იმდენად ხშირად გაქვს, რომ არ გინდა რამე სხვა გამოსცადო.

თუ ასეა, სასწრაფოდ, მოძებნე კამა სუტრას ელექტრონული ვერსია და ნებისმიერი პოზა შეარჩიე, რომელიც მოგეწონება და რომელიც განსხვავდება იმ “ერთი ჩვეულისგან”.

შეგიძლია სხვადასხვა დღისთვის სხვადასხვა პოზა შეარჩიო და პარტნიორთან ერთად ექსპერიმენტებზე წახვიდე. თუ ახლა გაიფიქრე: რა საჭიროა? თავს ასეც კარგად ვგრძნობ! მე გიპასუხებ, მაშინ რატომ კითხულობ ამ სტატიას? პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში მისი აღიარებაა საჭირო. და კიდევ, სიახლეები ხომ საინტერესოს ხდის ცხოვრებას? ასევე საინტერესოს გახდის სიახლე შენს სექსუალურ ცხოვრებას. ჰოდა, რა არის ამაში ცუდი? ზუსტად! არაფერი!

5. შენი სექსუალური ფანტაზიები მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან

არაფერია ამორალური იმაში, გაუმხილო შენს პარტნიორს შენი სექსუალური ფანტაზიები. აბა დაფიქრდი, ეს ხომ ის ადამიანია, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე უნდა შეგეძლოს საუბარი. სხვა ვის უნდა გაანდო შენი სურვილები, თუ არა მას! ამიტომ მოდი, ახლავე დაგეგმე რომანტიკული საღამო, ბავშვების გარეშე, გამბედაობისთვის ცოტა ღვინო დაიხმარე და ესაუბრე.

თუ შენ ექსპერიმენტისთვის გაიხსნები, ისიც იმავეთი გიპასუხებს და ამ ერთი ღამის განმავლობაში უამრავ ახალს გაიგებთ ერთმანეთის შესახებ. ჯერ სცადე და მადლობა მერე მითხარი!

6. არ ლაპარაკობ

კომუნიკაცია ყველაფერში და მათ შორის სექსშიც, მნიშვნელოვანია. პროცესის დროს რამდენიმე უწყინარი ფრაზის გამოყენება გაზრდის შენი აღგზნების ხარისხს. თუ ამის გაკეთება გერიდება, ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ხელს გიშლის ბოლომდე გახსნაში, ამიტომ თავს ძალა დაატანე და დაიწყე, იყავი ინიციატორი. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები.

7. თავს იტყუებ

თუ ბოლო რამდენიმე თვეა ორგაზმი არ გქონია, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავ, თავს იტყუებ!

ქალისთვის ისევე ბუნებრივია სექსის დროს ორგაზმის განცდა, როგორც მამაკაცისთვის. მართალია, ჩვენს შემთხვევაში ეს ცოტათი უფრო რთულია, რადგან “რა ვუყოთ, მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერს უფრო ადვილად აღწევენ” (რა უსამართლობაა!), იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი იყო, ორგაზმი ორ თვეში ერთხელ (ან სცადე, არასდროს) ნამდვილად არ არის საკმარისი.

თუ ამ პუნქტში საკუთარი თავი ამოიცანი, ახლავე ჩაალაგე ბარგი და რაც შეიძლება შორს გაიქეცი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამ მდგომარეობის გამოსწორებაც შეგიძლია, უბრალოდ დაელაპარაკე შენს პარტნიორს და ერთად ეცადეთ “შეისწავლოთ” შენი სხეული.

როგორ მოახერხებთ ამას, უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა რჩევისთვის: ცვალეთ პოზები; როცა ერთად არ ხართ, მიმართეთ Sexting-ს; შეეხე საკუთარ სხეულს მისი თანდასწრებით; მიმართეთ ექსპერიმენტებს; უთხარით ერთმანეთს რამდენად მოგწონთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია, იყავი გულწრფელი!

 

დაიმახსოვრე, თვითშეფასება ყველაფერში უმთავრესია. ამიტომ ახლავე მიდი სარკესთან, შეხედე შენს სხეულს მისი თვალებით, დააფასე და შეიყვარე საკუთარი თავი და მოემზადე საუკეთესო სექსისთვის შენს ცხოვრებაში! :)


ფოტოებით ასახული სიყვარული

$
0
0

2010 წლიდან, პროექტმა „Humans of New York“ უამრავი საინტერესო ისტორიის ამსახველი ფოტო რეპორტაჟი შემოგვთავაზა. ბრენდონ სტანტონის ფოტოები ეხება უამრავ თემას და ძალიან კარგად გადმოსცემს ნიუ იორკელების ცხოვრებას.

მაშასადამე, წარმოგიდგენთ პროექტის 26 ფოტოს თავისი ისტორიით, რომელიც სიყვარულის მნიშველობას უფრო კარგად და სიღრმისეულად გაგაგებინებს.

1. სიყვარული შეიძლება იყოს ძველი…

„ჩვენ 48 წლის წინ, ჰელოუინის წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს.“
„გახსოვთ რა კოსტუმები გეცვათ?“
„სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ჩვენ ორს არ გვეცვა კოსტუმი.“

2. და ახალი

„ჩვენ ერთმანეთს ახლა შევხვდით.“

3. სიყვარული შეიძლება გასცდეს ფორმას…

„უამრავი ნაკლი გამაჩნია. დარწმუნებული ვარ ჩემთან ცხოვრება არც ისე ადვილია. არც საუკეთესო მოსაუბრე ვარ და დარწმუნებული ვარ, არც ისე კარგი სანახავია, როდესაც შენი მამაკაცი სასტუმროს იატაკზე დახოხავს, მაგრამ მას მე ვუყვარვარ.“

4. ტიპს…

„ჩვენ სკოლაში საუკეთესო მეგობრები ვიყავით“
„ორივემ იცოდით რომ მეორე გეია?“
„მე ვიცოდი რომ ის იყო, მან კი არ იცოდა რომ მეც ვიყავი.“
„მერე როგორ გაიგო?“
„სასიყვარულო წერილი მივწერე.“

5. ჟანრს…

„გარედან მეტალი აგრესიული და სექტანტურია. ესეც იმიტომ რომ ყველა ჩვენს აგრესიას მუსიკაში ვანთხევთ და არა სხვაგან. სხვათაშორის მეტალისტები ძალიან მოსიყვარულე ხალხია. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ ან რამდენს გამოიმუშავებ, მეტალჰედი ყოველთვის მეტალჰედია.“

6. და ჯიშებს

„ცხოველებში ისეთ რამეს ვხედავ, რასაც ვერ ვამჩნევ ადამიანებში. მათ კონცენტრაცია და ენერგია აქვთ და მხოლოდ ცხოვრება სწყურიათ. ისინი არ ცდილობენ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას და არც უმიზეზოდ ერჩიან ვინმეს. მისი ერთადერთი საფიქრალი საჭმლის მოპოვებაა, ადამიანები კი იმაზე მეტს ითხოვენ ვიდრე სჭირდებათ.“

7. ზოგჯერ ვარკვლავური სიყვარული გვჭირდება

„როდის იყავი ყველაზე მოწყენილი?“
„როდესაც Lady Gaga-მ თავისი „Born This Way” ტური გააუქმა.“

8. და ზოგჯერ ვარსკვლავებს სჭირდებათ ნორმალური სიყვარული

„რა გიყვარს მასში ყველაზე მეტად?“
„ციცინათელის დანახვაზე ისევ ეხვევა თავბრუ.“

9. უცბად შეყვარება დაჩქარებული სულაც არაა

„ერთმანეთი აგვისტოში გავიცანით, სექტემბერში ერთად ვიყავით, ოქტომბერში დავინიშნეთ და ნოემბერში ვიქორწინეთ. ეს 43 წლის წინ იყო.“

10. საკუთარი თავის სიყვარული ცუდი არაა

„რამდენიმე დღის წინ თანამშრომელმა ნომერი მთხოვა. როდესაც ჩემმა მეგობარმა ეს გაიგო, თქვა რომ ალბათ მას ინდოელები მოსწონს. მე კიდევ მივუგე რომ “იქნებ მე ვარ დ%##$%^^@ად მაგარი?””

11. სინამდვილეში, საკუთარი თავის სიყვარული შეიძლება შესანიშნავიც კი იყოს

„რომ შეგეძლოს დიდი ჯგუფისთვის ერთი პატრა რჩევის მიცემა, რა ურჩევდი?“
„იყავით საკუთარი თავი.“

12. ასევე შენი მეორე ნახევრის

„ერთი წელია რაც დავქორწინდით.“
„მომიყევით, ერთმანეთის რა გიყვართ ყველაზე მეტად.“
„მისი შესაძლებლობა ინტუიციით გამოიცნოს ჩემი ხასიათი.“
„მისაღებ ოთახში მისი ცეკვა, როდესაც რადიოში ახალი სიმღერა იწყება.“

13. არა უშავს თუ წუნია ხარ…

„ის ისეთი მამაკაცია, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს. თუ რამე ფილმის ყურება მინდა და მას არა, მაინც მივდივართ და ვუყურებთ.“

14. და არც ისე წუნია

„განვიხილავ ისეთ ქალბატონებს, რომლებიც ჯერ არც ძალიან მდიდრები არიან, თუმცა შეძლებულები.“

15. არა უშავს თუ საიდუმლოს ინახავთ…

„ეს ორნი თინეიჯერებივით იქცეოდნენ. როდესაც მივედი, ქალი მეუღლის მხარს თავით ეფერებოდა. მთელი საუბრის განმავლობაში იცინოდა, ხოლო მამაკაცი კი „გაკრეჭილი“ მიყურებდა. როდესაც ურთიერთობაზე ჩამოვუგდებდი საუბარს, ქალი ქმრის მკლავს მოუჭერდა, შეხედავდა, ჩაიცინებდა და მეტყოდა: „არ გეტყვით!““

16. და ხარ სკეპტიკური

„რაც უფრო მეტჯერ მიყვარდება, მით უფრო არ მწამს სიყვარულის.“

17. ასევე ნორმალურია, როდესაც სხვას სიურპრიზს უკეთებ

„როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთი?“
„როდესაც ჩემ ცოლს ხელი ვთხოვე.“
„როგორ სთხოვე?“
„როდესაც ერთმანეთი პირველად გავიცანით, ჩვენ “clue”-ს ვთამაშობდით. როდესაც მზად ვიყავი ხელი მეთხოვა, იგივე წყვილთან ერთად, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო, თამაში შევქმენი. ხელის თხოვნის კითხვა იმ კონვერტში ჩავდე სადაც თამაშის წესის მიხედვით საბოლოო პასუხი უნდა ყოფილიყო. სასაცილო კი ისაა, რომ კონვერტის გახსნის შემდეგ მან წარმოთქვა: „მოიცა, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ თამაში ვერ მოვიგე?““

18. იმიტომ, რომ ზოგჯერ მათ, ვინც სიურპრიზს გიკეთებს თავად უყვართ სიურპრიზები

„გოგონა შავებში მიხსნიდა თუ როგორ მოსწონს მისი შეყვარებულის მიერ ხელით დაწერილი ბარათები. როდესაც ამას მიყვებოდა, შევამჩნიე, რომ თეთრებში გამოწყობილ გოგნას თვალები სიხარულით ენთებოდა. უცბად მიუტრიალდა და ჰკითხა: „შეგიძლია ორი წამით ყურებზე ხელები დაიდო?“
მერე ჩემსკენ მოიწია და მითხრა: „ამ შაბათ-კვირას ჩვენი წლისთავია და მთელი სახლი წებოვანი ბარათებით მოვრთე.““

19. ყველამ უნდა იგრძნოს ლეკვის სიყვარული…


„მისმა პატრონმა მითხრა, რომ ძველი ამერიკული მითის მიხედვით, ძაღლები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის თვალი აქვთ, სამოთხეს და დედამიწას ხედავენ.“

20. და-ძმური სიყვარული

„რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს ძმაში?“
წითელ-სათვალიანი: „მეთამაშება ხოლმე.“
ლურჯ-სათვალიანი: „არ დაგავიწყდეს რომ კარგად ვმარცვლავ სიტყვებს.“
წითელ-სათვალიანი: „მართალია“
ლურჯ-სათვალიანი: „ხშირად ვეხმარები საშინაო დავალების მომზადებაში.“

21. ოდესმე, ყველა განვიცდით დანაკლისს

„ცხოვრებაში ორჯერ მეწვია სიყვარული. ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი სხვის გამო მიმატოვა“
„რომელი იყო ყველაზე მტკივნეული?“
„გულახდილად რომ გიპასუხო, მეორე.“

22. თუმცა გაიცინე და თავს უკეთ იგრძნობ

„მას ჩვევა აქვს, გააკეთოს რაღაც აბსოლიტურად სასაცილო, მოირგოს ბრიტანული აქცენტი და მკითხოს: „ეს აღგაგზნებს?“

23. ან მიადე შუბლი – ხშირ შემთხვევაში ესეც მუშაობს

„გადაღებულია ლინკოლნის ცენტრთან“

24. მოკლედ, სიყვარული შეიძლება არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყოს

„შარშან მომიტაცა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო მომატარა.“

25. და ბევრი სირთულით და მოულოდნელობით სავსე

„რა არის ყველაზე რთული როდესაც მამა ხარ?“
„ალბათ იმის გააზრება რომ, მასთან გატარებული დრო ამოიწურება.“

26. ხოლო როდესაც შეგიყვარდება, დაიმახსოვრე, რომ ბევრი ფოტო უნდა გადაიღო

„ძვირფასო ბრენდონ,

ჩემმა შეყვარებულმა შენი წიგნი მაჩუქა ჩვენი ერთად ყოფნის 6 წლისთავზე. საოცრად განცვიფრებული მისი ასეთი უჩვეულო ჟესტით, წიგნის ფურცვლა დავიწყე და ჩვენს ფოტოსაც წავაწყდი, 42-ე ქუჩაზე ზუსტად ერთი წლის წინ რომ ვიდექით. ყველანაირმა ემოციამ ერთდოულად ამიტანა. უცბად, იმ მომენტზე დავიწყე ფიქრი, რაც ამ ღამემდე 6 თვით ადრე მოხდა და რამაც კინაღამ ერთმანეთს დაგვაშორა. ამ ღამეს, ჩვენს მეხუთე წლისთავზე, ერთმანეთს შევფიცეთ, რომ არასდროს დავნებდებოდით და ეს იყო ის ღამე, საიდანაც ჩვენი უმაგრესი წელი დაიწყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ მომენტს ისევ მივაშტერდებოდი; იმ წამიერ მომენტს, რომელიც გაიქცა და ჩვენი დროის ქაოსში გადაიკარგა მთელი მსოფლიო ნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავსებით უცხოები ვართ, შენ ყველაზე მაგარი საჩუქარი გაგვიკეთე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით.

დიდი სიყვარულით,
ერიკა“

სიყვარულის 12 გაკვეთილი დისნეის პრინცესებისგან

$
0
0

დისნეის ყველას პრინცესას ერთი რამ აერთიანებს: მათ იციან სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მეგობრული სიყვარული, ოჯახის თუ თავიანთი პრინცების.

მოდით, ჩვენც ვისწავლოთ ჩვენი საყვარელი პრინცესებისგან :)

1. სიყვარული გვიხსნის ახალ პერსპექტივებს

Love-Lessons_Pocahontas

2. სიყვარული ბრძოლაა მისთვის, ვინც ყველაზე ძვირფასია

Love-Lessons_Mulan_Home

3. სიყვარული მოულოდნელია

Love-Lessons_Aurora_Sleeping-Beauty-

4. სიყვარული გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში

Love-Lessons_Ariel_Little-Mermaid-

5. სიყვარულს სჯერა ოცნებების

Love-Lessons_Tiana_Princess-and-the-Frog

6. სიყვარული გვასწავლის დავაფასოთ და შევიყვაროთ ადამიანები, არა მხოლოდ გარეგნობის გამო

Love-Lessons_Beauty-and-the-Beast_Belle

7. სიყვარულს არ აქვს წესები

Love-Lessons_Aladdin_Jasmine

8. სიყვარული ბედნიერებაა

Love-Lessons_Tangled_Rapunzel

9. სიყვარული სასიამოვნო მოულოდნელობაა

Love-Lessons_Cinderella

10. სიყვარული გვასწავლის დავაფასოთ ისინი, ვისაც ვუყვარვართ

Love-Lessons_Brave_Family

11. სიყვარული – ესაა ცხოვრება დიდხანს და ბედნიერად

Love-Lessons_Snow-White

12. სიყვარული – ესაა თავგანწირვა მეგობრისთვის

Frozen_Anna_Olaf_Love-Lessons1

“მნიშვნელოვანი”დეტალები, რომლებსაც მამაკაცი ვერასდროს შეამჩნევს

$
0
0

ახალი ჯინსი გაცვია, სარკის წინ ორი საათი იტრიალე, რომ მომატებული 300 გრამის დასამალი მაისური შეგერჩია, თმა ერთი სანტიმეტრით დაიმოკლე (ასე უფრო კარგად ჩანს შენი მწვანე თვალები), ახალი ფეხსაცმელი გაცვია… ის კი ისე იქცევა, თითქოს არავითარი ცვლილება არაა. სანამ გაბრაზდებოდე და უყურადღებობაში დაადანაშაულებდე, გადახედე, რა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ათიდან რვა მამრმა:

ახალი ხელჩანთა

Womans-Handbag

ხელჩანთა ხელჩანთაა. ფერის/ფაქტურის/სტილის ოდნავი ცვლილება არსებითად არ ცვლის ამას. თუ ხელჩანთიდან ზურგჩანთაზე გადახვალ, ცვლილება შეიძლება აღიქვას. შეიძლება…. იმედი არის, თუმცა გარანტია – არა.

ახალი, ლამაზი ფორმის სურნელოვანი სანთლები

candles

…და სხვა მინიატურული, სასიამოვნო სუვენირები. მამაკაცების უმრავლესობის ტვინი საამისოდ უბრალოდ არაა მოწყობილი. მისთვის სულერთია, ეს მოტკბო სურნელი “ვანილია”, “ეგზოტიკური ვანილი” თუ “ჟასმინი”. ნუ მოსთხოვ, ავტომატურად შეამჩნიოს ყველა წვრილმანი, რომელიც შენს ოთახში შეიცვლება.

მაკიაჟის არარსებობა

make-up

რასაკვირველია, არსებობენ ბიჭები, რომლებიც იმასაც კი ამჩნევენ, რომ ახალი ბრენდის ტუში გისვია, მაგრამ ბიჭების დიდი უმრავლესობა ამას უბრალოდ ვერ ამჩნევს და სახეს მთლიანობაში აღიქვამს. რასაკვირველია, აქ ლაპარაკია ყოველდღიურ, ნატურალურთან მიახლოებულ მაკიაჟზე, ტონალურ კრემზე/ტუშზე/თვალის ფანქარზე და არა საღამოს მძიმე მაკიაჟზე.

და რუჟი

ეგ რაღაა?

ახალი ფეხსაცმელი

new shoes

რიგით ოცდამეშვიდე ქუსლიანი ფეხსაცმელი! ა, ფეხსაცმელი? ხო, ლამაზია, გიხდება. წინაც გიხდებოდა, იმის წინაც, ხვალ რომ იყიდი, ისიც მოგიხდება იმიტომ, რომ ფეხსაცმელი გიხდება.

ცელულიტი

როგორც წესი, ჩვენ ბევრად უფრო კრიტიკულები ვართ საკუთარი სხეულის მიმართ, ვიდრე მამრები. დეტალები არავის აინტერესებს, თუ ეს დეტალი შორსწასული ცელულიტი არაა, რომელიც თხელ შარვალშიც ჩანს.

და მომატებული/დაკლებული ორი კილო

kilos

სერიოზულად? 300 გრამი მოიმატე? სასწრაფოდ დიეტა! სინამდვილეში, შენი 300 გრამი და ორი კილოგრამი მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ამაზე წუწუნს იწყებ, ჯდები დიეტაზე, იფუჭებ ხასიათს და აი ამას უკვე ნამდვილად ამჩნევენ.

შოკოლადისფერი ან/და წაბლისფერი თმა

hair

ცეცხლოვანი წითელიდან სპილენძისფერ ჟღალზე რომ გადავედი და ვიკითხე, რომელი უფრო მოსწონდა, პასუხად დაბნეული გამომეტყველება მივიღე.

რასაკვირველია, არსებობენ მამრები, რომლებიც უმნიშვნელო ცვლილებებსაც ამჩნევენ, ფეხსაცმლის ბრენდებში ჩემზე უკეთ ერკვევიან და ახალ დამატენიანებელ კრემსაც შემომთავაზებენ. თუმცა, მასიურად, ან თუ გინდა სტერეოტოპულად, მამრებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი “მნიშვნელოვანი დეტალები” ის წვრილმანებია, რომელზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება.

და რას ვერ ამჩნევს შენი მამაკაცი?

ქორწილის ორგანიზების Do’s და Don’ts

$
0
0

Pink.ge აგრძელებს ქორწილის თემას და ზაფხულსაც ქორწილის სეზონად აცხადებს. ჩვენ ზაფხულის განმავლობაშიც მოგაწვდით ინფორმაციას და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, რომელიც შენი ქორწილის დაგეგმვას გაგიადვილებს.

ქორწილისთვის მზადებისას არსებობს დეტალები, რომელიც შეგიძლია საკუთარ თავზე აიღო და თავად გააკეთო, მაგრამ არის პუნქტები, რომელიც ჯობია პროფესიონალებს მიანდო.

სტატიაში მოყვანილია პუნქტები, რომლებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი – ის, რაც შენ თავად შეგიძლია გააკეთო და ის, რაც სჯობს საკუთარ თავზე არ აიღო.

Do’s

შენი მაკიაჟი

თუ მაკიაჟის გაკეთება გადაწყვიტე, მაშინ მშვიდ და ინტიმურ გარემოში (იქნება ეს შენს სახლში თუ სასტუმროს ნომერში) მშვიდად მოემზადები და არ მოგიწევს ნერვიულობა დროზე.

შეაგროვე ყველაზე მთავარი – საბაზისო კრემი, ფხვიერი ტონალური, თვალის ჩრდილი, რუჟი და ტუჩის საცხი. მშვიდად ამოანათე სახეზე ის ნაწილები, რომელიც შენი აზრით ყველაზე მიმზიდველია, ხოლო თუ იმაზე ღელავ, როგორ გამოჩნდება მაკიაჟი ფოტოებზე, მეჯვარესთან ერთად რამდენიმე საცდელი ფოტოც გადაიღე და კარგად წაიკითხე ჩვენი სტატია ფოტოგენურ მაკიაჟზე.

ცერემონიის გაფორმება

მთელი ცერემონია მაქსიმუმ ერთ საათს გაგრძელდეს, ამიტომ რა აუცილებელია მის გაფორმებაზე ბევრი ფულის დახარჯვა მით უმეტეს, თუ ხელის მოწერა ღია ცის ქვეშ ან შენ მიერ არჩეულ დაწესებულებაში ჩატარდება.

შეარჩიე ყვავილები და ჩააწყვე ისინი დაკიდულ ლარნაკებსა და კალათებში. ეს ვერსია ეკო-მეგობრულიცაა და ძვირიც არ გამოდის. ასევე მშვენიერი იდეაა არომატული სანთლების განაწილება მთელს ტერიტორიაზე, სადაც ცერემონია უნდა ჩატარდეს (თუ რამე დარჩება, სახლში რომანტიკული გარემოს მოსაწყობადაც გამოგადგება).

ცერემონია

სუვენირები სტუმრებისთვის

საუკეთესო არჩევანი და ფულის დაზოგვის კარგი ვარიანტია ლამაზი ტკბილეულის არჩევა. შეგიძლია თვითონ გამოაცხო პატარა სახრამუნოები და ლამაზ ყუთებსა თუ ნაჭრის პარკებში შეფუთო. ასეთი საჩუქარი თითოეულ სტუმარს დაახვედრე, სამახსოვრო ბარათთან ერთად. ქორწილში საჩუქრების მიღება მათაც ძალიან გაუხარდებათ. თუმცა თუ შენი ბიუჯეტი არც თუ მაღალია, შეგიძლია ეს პუნქტი საერთოდ ამოიღო.

მოსაწვევები და პროგრამა

სხვადასხვა მუყაოს და ქაღალდის ნაკეთობები ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, როდესაც ქორწილის თემატიკაა გასათვალისწინებელი, ამასთანავე შენს მოსაწონსაც რთულად თუ იპოვი.

ეწვიე უახლოეს საკანცელარიო მაღაზიას, შეიძინე სხვადასხვა მასალა და საქმეს შეუდექი. არ დაგავიწყდეს ზუსტად გათვალო ზომები, რომ კონვერტებიც შესაფერისი შეიძინო.

Don’ts

საქორწილო ტორტი

ერთი ზედმეტი კოვზი საფუარი, ან ერთით ნაკლები კოვზი შაქარი და დამთავრებულია – ტორტი აღარ არის. ამ თემაზე შეცდომა ქორწილისთვის უპატიებელია.

ამასთანავე ტრანსპორტირება და გაფორმებაც ძალიან სპეციფიკური ამბავია, ამიტომ სჯობს ამ დეტალში ფული არ დაზოგო და პროფესიონალების დახმარება გამოიყენო, თუმცა ლეგიტიმურად შეგიძლია იყო მომთხოვნი და შემსრულებელს შენი ყველა სურვილი გაათვალისწინებინო.

ტორტი

ფოტოები

ქორწილის შესახებ ყველაზე ნათელი და კარგი მოგონებები ფოტოსურათების წყალობით რჩება, ამიტომ არ ღირს ამ თემის აბუჩად აგდება. დაიქირავე საუკეთესო ფოტოგრაფი და აღარ მოგიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ ქორწილიდან რომელიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ფოტოგრაფის ყურადღების მიღმა დარჩება.

ქორწილის დღის კოორდინაცია

ახლა დროა მოდუნდე. ქორწილის დღეს ყველაფრის მოგვარება სხვას გადააბარე, შესაძლოა ეს იყოს მეჯვარე ან სულაც სპეციალური სააგენტოდან დაქირავებული ადამიანი. ქორწილის დღე მთლიანად შენ გეკუთვნის: მოდუნდი და დატკბი ყოველი წამით, ნამდვილად არ ღირს ამ დღეს ყველაფერზე ნერვიულობა – მიენდე პროფესიონალს.

მაგიდის გაფორმება

საკვები

მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა კულინარიის ჯადოქარი ხარ, ნამდვილად არ გირჩევ ქორწილისთვის აუცილებელი კერძების შენი ხელით მომზადებას.

დაიქირავე ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქეითერინგ კომპანია, მოითხოვე სასურველი თემა ან მიმართულება და ისინი ყველაფერს მიხედავენ.

მუსიკალური გაფორმება

ეს კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიანდო. დაიქირავე შენი საყვარელი ბენდი, ან DJ, მოდუნდი და დატკბი.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის

$
0
0

ძალიან საინტერესო რამაა დაოჯახება. ჩემი სანაცნობო წრიდან, ვინც დაოჯახებულია, ყველა ამბობს, რომ ეს რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. ერთგვარი გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც თავად აფინანსებ და იმ მოგებას, რასაც იღებ, თითქმის, არ აქვს მატერიალური სახე. მეტიც, შეიძლება ვერც ვერასდროს მიხვდე, რისთვის აკეთებ ამას.

დაქორწინებამდე პროექტივით მქონდა ჩამოწერილი ოჯახის კარგი და ცუდი მხარეები, სვოტ-ანალიზი, დაინტერესებული მხარეები (მერწმუნეთ, ამის დაწერა ყველაზე მეტად გამიჭირდა), რისკების შეფასება, მოსალოდნელი შედეგები, მიზნები და ამოცანები… მოკლედ, ბევრი რამ. თუ დაგჭირდათ, გათხოვებთ, მართლა მაქვს დაწერილი, კი არ ვიტყუები :)))

დღეს ჩემმა ერთ-ერთმა დაოჯახებულმა მეგობარმა ანამ სამეგობროს დახურულ ჯგუფში დაპოსტა, რომ ცნობილ მსახიობს კაფეში შემთხვევით შეხვდა, მან კი ფლირტი დაუწყო. ანა, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. დაბნეული-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ არ დაბნეულიყო, ამ ყველაფერს ისე ემოციურად არ მოგვიყვებოდა, როგორც მოგვიყვა და მერე ვრცელ დისკუსიას არ მოვაყოლებდით დანარჩენი დაქალები. კონკრეტული ქეისიდან – თუ როგორ ეფლირტავებოდა ცნობილი მსახიობი ანას და თვითონაც გულის სიღრმეში როგორ ესიამოვნა ეს ფაქტი – გადავინაცვლეთ ზოგად საკითხზე:

არის თუ არა დასაშვები სხვებთან ფლირტი, როცა დაქორწინებული ხარ?

სად გადის ზღვარი ფლირტსა და ღალატს შორის?

მე, რა თქმა უნდა, იმ აზრს ვემხრობოდი, რომ ფლირტი ცხოვრებას ალამაზებს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა დაქორწინებული ხარ თუ – არა. გააჩნია, თავად როგორი ხარ, თორემ თუ ფლირტის წესები არ იცი, დაოჯახების შემდეგაც ბევრი არაფერი შეიცვლება.

უამრავი ნაცნობი ქალი მყავს, რომლებმაც არ იციან ზღვარი ფლირტსა და რომანს შორის და იმ სასიამოვნო წუთების დროსაც, იმის მაგივრად, რომ დატკბნენ, უკვე გეგმებს აწყობენ: “როგორ ვიქნებით ერთად”? “დაბადების დღეზე რას მაჩუქებს”? “პირველ პაემანზე რა ჩავიცვა” და ა.შ.

არა! ახლავე შეწყვიტე ასეთ სისულელეებზე ფიქრი.

ჩემს მაგალითს მოგიყვებით: ერთხელ, მეგობრები ქუთაისში ავტოსტოპით მივდიოდით და გზაში ერთი სიმპათიური ბიჭი გავიცანით. მთელი გზა ვეპრანჭე, ისიც მეფლირტავებოდა, მერე ფეისბუქზე დამამატა. აი, აქ დაიწყო მთელი საშინელება: არ არსებობდა დედამიწაზე არც ერთი თემა, რომელიც ერთნაირად დაგვაინტერესებდა! იცით, ეს რა საშინელებაა? თავი ნამდვილად არ მომაქვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ბევრ შეცდომას ვუშვებ. მოკლედ, საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ პირველი პაემანიც აღარ შემდგარა. მას მერე კი რამდენიმე ჭეშმარიტებას მივხვდი:

  • არსებობენ სიმპათიური და “შტერი” ბიჭები, რომლებსაც უნდა გაეპრანჭო, ეფლირტავო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არანაირი ურთიერთობა არ უნდა გააბა! ეს ისევ შენვე დაგაწყვეტს ნერვებს :D
  • არ ღირს პირველსავე შემხვედრთან გეგმების დაწყობა: “როგორი ქმარი იქნება”, „ქორწილში როგორი კაბა ჩავიცვა“, “ნეტა როგორი სიმთვრალე აქვს” და ა.შ. მთავარია იმ წუთებით “აქ და ახლა”-ს პრინციპით ტკბობა. ფლირტის მიზანიც ესაა. უნდა დატკბე იმ წუთით. ბოლოსდაბოლოს რა უნდა მოუყვე შვილიშვილებს სიბერეში?
  • დროულად ისწავლე „არა“-ს თქმა. მაგალითად, მე რომ „ფეისბუქზე“ ის ბიჭი არ დამემატებინა, როგორც მირანდა ჰობსი იტყოდა, ნამდვილად დავზოგავდი დროსაც და ენერგიასაც.

მირანდა ჰობსი

ჰო, და რაც შეეხება მთავარ საკითხს: შეუძლია თუ არა დაქორწინებულ ქალს ფლირტი, ჩემი პასუხია – კი. თუკი ეს ურთიერთობა ისევ ქმართან/პარტნიორთან ურთიერთობას გამოაცოცხლებს, თუკი შენს პარტნიორს სხვა თვალით, ახლებურად შეხედავ, მე მგონია, რომ ძალიანაც ჯანსაღია. თანაც, ვინ დაასკვნა, რომ დაქორწინების შემდეგ ყველა ქალი ბრმავდება და სიმპათიურ ტიპებს ვეღარ ამჩნევს?

სექსუალური სათამაშოები წყვილებისთვის

$
0
0

სტატიაში შემოგთავაზებთ სექსუალური სათამაშოების საუკეთესო ვერსიებს, რომლებიც მრავალფეროვნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

Zini Deux

შეიძინე აქ
სათამაშო რომელიც ერთი შეხედვით არანაირ ასოციაციას არ იწვევს მაგრამ შექმნილია წყვილების სიამოვნებისთვის. ამ ლამაზი სექს ხელსაწყოს ორი ნაწილი სპეიალურად ერწყმება ერთ მთლიანში ზუსტად ისევე როგორც ქალი და მამაკაცი სექსის დროს.
1

 

Monogamy

შეიძინე აქ.
თამაში, რომელიც არ მოგცემს საშუალებას მოიწყინო პარტნიორთან ერთად და თანაც განსხვავებული ექსპერიმენტების მოფიქრებაშიც დაგეხმარება.
2

Durex Devil

შეიძინე აქ.
მრავალფეროვნების და მძარფრი შეგრძნებებისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სათამაშოების გამოყენება. ეს პენისის რგოლი ყველა წყვილს ცეცხლოვან შეგრძნებებს ჰპირდება.

3

Joya Sphere Couples Massager

შეიძინე აქ.
მოწყობილობა, რომელსაც ინის და იანის ფორმა აქვს, სრულად ასახავს ორი განსხვავებულის ერთ მთლიანობაში შერწყმას. სათამაშოს ორი ნახევარსფერო განკუთვნილია სხვადასხვა სახის შეგრძნებებისთვის – ერთი ნაწილი ვიბრირებს, ხოლო მეორე პულსირებს. მოწყობილობა შეგიძლია გამოიყენო ისე, როგორც შენი ფანტაზია გიკარნახებს, შემქმნელები არ იძლევიან დეტალურ ინსტრუქციას, თამამად მიიღე გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად.
4

Blindfold Love

შეიძინე აქ.
ადამიანს შეუძლია დაინახოს, დააგმოევნოს, შეიყნოსოს, შეეხოს. საკმარისია ამ სიას რომელიმე ერთი შეგრძნება გამოაკლდეს და სექსი ერთი-ორად მძაფრი და განსხვავებული გამოდის. აუხვიე პარტნიორს თვალები და ჩართე ფანტაზია.
5

The Liberator Heart

შეიძინე აქ.
ეს მშვენიერება სათამაშო არაა, მაგრამ ის შექმნილია იმისთვის, რომ მამაკაცმა უკეთ მიანიჭოს სიამოვნება ქალს და არ ასცდეს ყველაზე მნიშვნელოვან – G წერტილს.
6

LEATHER RIDING CROP

შეიძინე აქ.
ცოტა ძალადობა (რა თქმა უნდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე!!!) სექსს უფრო პიკანტურს ხდის.
6

ბედნიერი წყვილების 10 ჩვევა

$
0
0

რას ნიშნავს იყო ბედნიერი ურთიერთობაში?  პასუხის მისაღებად განაგრძე კითხვა.

ბედნიერი წყვილები:

1. წვებიან ერთსა და იმავე დროს

ბედნიერი წყვილები უძლებენ ცდუნებას და დასაძინებლად მიდიან ერთსა და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, ვინ უფრო ადრეა ასადგომი.

2. იჩენენ საერთო ინტერესებს

მას შემდგომ, რაც ვნება ცხრება, წყვილები იაზრებენ, რომ მათი საერთო ინტერესები მცირეა. მაგრამ არ დაჰყავთ მინიმუმამდე იმ აქტივობების მნიშვნელობა, რომელთა განხორციელებაც ერთად შეუძლიათ. თუ ასეთი ინტერესი არ არსებობს, ბედნიერი წყვილები თავად ავითარებენ მათ. ამავდროულად, არ დაგავიწყდეს მისდიო შენს ინტერესებსაც, რადგან ეს უფრო საინტერესოს გხდის შენი პარტნიორისთვის და სხვების თვალში მეორე ნახევარზე ნაკლებ დამოკიდებულს გაჩენს.

3. დადიან ხელჩაკიდებული, გვერდიგვერდ

მათ იციან, რომ უფრო მნიშვნელოვანია იყო შენს მეორე ნახევართან, ვიდრე გზადაგზა ათვალიერო გარშემო ადგილები და სანახაობები.

4. გადასული არიან ნდობისა და მიტევების რეჟიმზე

ბედნიერი წყვილები ავტომატურ რეჟიმში ენდობიან ერთმანეთს და პატიობენ იმ ქმედებებს, რაც კონფლიქტის და დავის საგანი შეიძლება გახდეს.

5. ახდენენ ფოკუსირებას პოზიტივზე

თუ დაუკვირდები იმას, თუ რას აკეთებს შენი რჩეული არასწორად, ყოველთვის იპოვი რასაც ეძებ. იგივე შეიძლება ითქვას პირიქითაც – თუ დადებითს ეძებ, აუცილებლად იპოვი. მთავარია, რისი დანახვა გსურს. ბედნიერი წყვილები ცდილობენ დაინახონ პოზიტივი.

6. ეხუტებიან ერთმანეთს დამქანცველი სამუშაო დღის შემდგომ

კანს აქვს მახსოვრობის უნარი: – კარგი შეხება (როცა გეხება ის, ვინც გიყვარს) – ცუდი შეხება (როცა გეხება ის, ვინც არ გიყვარს და გაღიზიანებს) და შეუხებლობა (უგულებელყოფა); წყვილი, რომელიც ერთმანეთს ჩახუტებით ესალმება, სხეულს პოზიტიური მოგონებებით ავსებს.

7. ამბობენ „მიყვარხარ“ და „წარმატებულ დღეს გისურვებ” ყოველ დილით

ეს არის საუკეთესო საშუალება ყოველი დამქანცველი სამუშაო დღის წინ შეიძინო მოთმინების უნარი და უკეთ გაუმკლავდე ისეთ წინაღობებს, როგორიცაა საცობი პიკის საათისას და/ან გამაღიზიანებელი ადამიანები.

8. ამობენ „ძილინების“ ყველაფრის მიუხედავად

ეს ამცნობს პარტნიორს, რომ მიუხედავას იმისა, რამდენად გაბრაზებული ხარ მასზე, მაინც გიყვარს და გსურს მასთან ურთიერთობა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ უფრო მაღლა დგახართ, ვიდრე წვრილმანი ინციდენტები.

9. ამოწმებენ „ამინდს“ ყოველ დღე

ურეკავენ პარტნიორს სახლში ან სამსახურში, რათა გაიგონ, როგორ მიდის მისი საქმეები. შესაბამისად, უკეთ იციან, როგორ ხასიათზე იქნება მეორე ნახევარი დღის ბოლოს და თავიდან ირიდებენ დამატებით უსიამოვნებებს.

10. ამაყობენ ერთმანეთით

ბედნიერი წყვილები კმაყოფილი არიან იმით, რომ ერთად „იყვნენ შემჩნეული“ – ხელჩაკიდებულნი – ერთმანეთის მხარდამხარ.


როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ქონება განქორწინებისას?

$
0
0

მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.

lovers quarell

იმისთვის, რომ მეუღლეებმა სასამართლო წესით იდავონ ქონების გაყოფის თაობაზე, საჭიროა არსებობდეს მეუღლეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომა. სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო საკითხს წარმოადგენდა მეუღლეთა შორის ქონების გაყოფა, განმარტა, რომ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტის დასადგენად, კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ ქორწინების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება – ქორწინების მოწმობა. ამავე საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას წარმოშობდა მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

აქედან გამომდინარე,

გაითვალისწინე:

1. შენ ხარ ქორწინებაში შეძენილი ნებისმიერი ქონების თანამესაკუთრე და ასეთი ქონების ნახევარი გეკუთვნის შენ;
2. თუკი ქორწინების განმავლობაში ერთობლივად, ან ერთ-ერთი თქვენგანის სახსრებით იძენთ უძრავ ქონებას;

მოითხოვე მესაკუთრედ ორივე თქვენგანის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ეს არის შენი კანონით დაცული უფლება,
რომლის განხორციელებამაც შეიძლება მომავალში უამრავი გაუგებრობა და უთანხმოება აგარიდოს თავიდან.

მეუღლეთა წილი საერთო საკუთრებაში თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.

გამონაკლისის სახით:

ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომისუუნაროა, ან/და;
გ) მეორე მეუღლე ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.

Quarell

ზემოაღნიშნულ საკითხზე განვიხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ გადაუხვია მეუღლეთა ქონების თანაბრად გაყოფის კანონით დადგენილ წესს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს/შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.

მეუღლეთა შორის ქონების სასამართლო წესით გაყოფის დროს სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები, როგორიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები,
საექიმო მოწყობილობა და სხვა, თუნდაც მეუღლეთა საერთო სახსრებით იყოს შეძენილი, მაინც იმ მეუღლეს გადაეცემა, რომელსაც ისინი თავისი პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდება.

Angry

თუკი საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. თუკი ვალი მხოლოდ ერთმა მეუღლემ აიღო, საერთო ქონებიდან მისი გადახდა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ აღებული ვალი გამოიყენეს მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

ყურადღებით!

განქორწინების შემდეგ, მეუღლეებს საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნა შეუძლიათ განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში. თუკი ეს სამი წელი ისე გავიდა, რომ მეუღლეს არ განუცხადებია არავითარი პრეტენზია საერთო ქონებაზე, შემდგომ მისი მოთხოვნა ჩაითვლება დაგვიანებულად.

7 რამ, რაც არ უნდა უთხრა შიშველ ქალს

$
0
0

ჩათვალე, რომ უკვე ძალიან გაგიმართლა, თუ შენ წინაშე შიშველი ქალია. თუ გინდა, რომ კიდევ უფრო გაგიმართლოს და ცოცხალი გადარჩე, არავითარ შემთხვევაში არ უთხრა მას:

1. “კარგია, რომ არ ხარ ძალიან მკვრივი.”

ხოო, მადლობა, მაგრამ მე გამდნარი რეზინი ვარ წყვილი თვალით.

2. “ჰეჰ, სულ არ ჰგავხარ ჩემს ყოფილს.”

უპირველეს ყოვლისა: არ ისაუბრო ყოფილზე. მეორეც: ეს იმიტომ, რომ ის ანჯელინა ჯოლის ჰგავს და მე გამდნარი რეზინი ვარ წყვილი თვალით?

3. “უი, საჯდომი არ გქონია…”

OMG

მადლობა. შენ – თვალები, თუ აქამდე ვერ შეამჩნიე! და ძალიანაც კარგი საჯდომი მაქვს. შენს პატარა ეგოს მიხედე.

4. “მოდი, შუქი გამოვრთოთ, ასე უკეთესია.”

ეს ქალის ფრაზაა. ყოველთვის!

5. [5 წუთიანი კავშირის შემდგომ, მან განიცადა ორგაზმი, შენ – ვერა.] “მეტი აღარ მინდა.”

კარგი ერთი, მართლა?

6. “შენი ძუძუები სხვადასხვა ზომისაა?”

დიახ, და ეს სავსებით ნორმალურია.

7. “ნუ გერიდება, მე მომწონს პატარა მკერდი.”

ნურც შენ შეგრცხვება, მეც მომწონს პატარა პენისები.

განშორების 11 მიზეზი

$
0
0

1. მას არ სურს, გული ეტკინოს

შენ ვერ ატკენ მას გულს, თუ ის დაგასწრებს და პირველი მოგაყენებს ტკივილს. შემდგომ ადგება და მიიმალება. ბავშვური საქციელია, თუმცა, არც თუ იშვიათი მოზარდილ მამაკაცებში.

2. ურჩევნია იყოს მარტო

ასე უმჯობესია: რად გინდა ისეთი კაცი, რომელიც დიდ ხანს ანდომებს იმაზე ფიქრს, დაგშორდეს თუ ჰქონეს შესაძლებლობა არ დააფაროს უნიტაზს სახურავი.

got rid

3. შენ უფრო მოგწონს, ვიდრე მას შენ

რა შენი ბრალია, რომ აღნიშნულ საკითხში ბალანსის პოვნა ზოგიერთი მამაკაცისთვის შეუძლებელია. გვერდით გჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ შენ მისი მონაპოვარი და საგანძური ხარ.

4. ის არ/ვერ ხედავს მომავალს შენთან

ჰო, კაცები ფიქრობენ მომავალზე, როცა ურთიერთობაში არიან. და თუ მას არ ხედავენ, არც დროს ჰკარგავენ შენთან.

rain

5. ის ფიქრობს, რომ თქვენ სექსუალურად არაშეთავსებადი წყვილი ხართ

თუ ის არ ცდილობს, მოსინჯოს რაღაც ახალი და განსხვავებული, სუსტ ადამიანთან გაქვს საქმე. ამიტომ, დაივიწყე.

6. მას უბრალოდ ურთიერთობა სურდა

ხშირად ისეც ხდება, რომ კაცებს ნებისმიერი ურთიერთობა აკმაყოფილებთ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მაგალითად, როცა ყოფილის დავიწყებას ცდილობენ.

hug

7. მოსწონხარ, მაგრამ არც ისე ძლიერ

ხანდახან ურთიერთობები კარგად იწყება, მაგრამ არსად მიდის. შესაძლოა, თქვენ შორის არც თავიდან ყოფილა ნაპერწკალი, მაგრამ ურთიერთობა შესანიშნავად აეწყო და იმედი გქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

8. ის არ არის შენს ტალღაზე

შესაძლოა, მას სულაც არ სურდა ურთიერთობის გასერიოზულება და გეგმავდა მხოლოდ მეგობრობას ბენეფიტებით, ან პირიქით. ეს კლასიკური შემთხვევაა არასწორი ადამიანისა – არასწორ დროს.

sad

9. შენ ვერ აფასებ მას

ცალმხრივი ურთიერთობა ძალიან მალე ჭკნება. არავის სურს დედოფალ სერსის თაყვანისმცემლობა.

10. გაქვთ განსხვავებული ღირებულებები

ეს დაშორების ყველაზე გავრცელებული საბაბია. ძალიან ძნელია იპოვო კომპრომისი, როცა მას სურს ბავშვი და შენ – არა.

roof

11. შენ ხარ შენ

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც გჭირს. შეიძლება, რაღაც აღიზიანებდა, შეიძლება, იმიტომ დაგშორდა, რომ თქვენი ურთიერთობა არსად მიდიოდა. ხშირად ხდება, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეთავსება. უბრალოდ, ხანდახან ცოტა მეტი დრო და დისტანციაა საჭირო ამის დასანახად.

როგორ გამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი

$
0
0

დამეთანხმები, მამაკაცები ცოტა უცნაურები არიან. რთულია მათი გრძნობების გამოცნობა, რადგან მათი უმეტესობა ემოციების გამომჟღავნებას ერიდება, ან თავადაც ვერ ხვდება, რომ ის, რასაც შენ მიმართ განიცდის ცოტა (ან ბევრად) მეტია, ვიდრე მოწონება და მეგობრობა. დააკვირდი თქვენს ურთიერთობას, მის შენდამი დამოკიდებულებას და შემდეგ წაიკითხე 10 ნიშანი, რომელიც ცხადად გეუბნება: ის შენზე შეყვარებულია!

1. თვალს ადევნებს კინოაფიშას და გეპატიჟება იმ ფილმზე, რომელსაც დიდხანს ელოდი

მართალია, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს მისი ნახვის სურვილი, მაგრამ მაინც გიწყობს სიურპრიზს. რატომ? იმიტომ, რომ შენი სურვილები და სიმპათიები მისთვის მნიშვნელოვანია, თან საუკეთესო მეგობრები ხართ და იცის, რა მოგეწონება.

2. ცდილობს მოგანიჭოს სიამოვნება… საწოლში… და მის გარეთ

და ამისთვის არ იშურებს ძალისხმევას, თუდაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ გააჩნდეს.

love love love

3. სურს, რომ მის მეგობრებთან შენც იპოვო საერთო

შესაძლოა, შენთვის ეს ჯოჯოხეთური წამება იყოს, მაგრამ მას უნდა, რომ გვერდით ჰყავდე. ამიტომ არ უთხრა უარი, როცა მეგობრებთან ერთად სადმე დაგპატიჟებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა გერჩივნოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოამჟღავნო, რომ “დღეს მისი მეგობრების თავი არ გაქვს”, ან “დაღლილი ხარ და გირჩევნია, უბრალოდ დაიძინო, ამიტომ მოდი შენს მეგობრებს დაურეკე და შეხვედრა გადადე”. თუ უკვე არ იცი, მისთვის მეგობრები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ქალი, რომელსაც მეგობრებს აცნობს, რადგან დარწმუნებულია, რომ თუ მას უყვარხარ, მისი მეგობრებიც აუცილებლად შეგიყვარებენ.

4. ცდილობს, ძილის დროსაც არ გაგიშვას ხელი

შესაძლოა გაოფლილსაც გაგეღვიძოს, მაგრამ მას სურს ახლოს ჰყავდე. შეიძლება ამ გამუდმებული სიახლოვით თავს გაბეზრებდეს და ძილში ხელს გიშლიდეს, მაგრამ გაიხსენე, ეს იმიტომ ხდება, რომ უყვარხარ.

5. აინტერესებს, მშვიდობით მიხვედი თუ არა შინ

ყოველთვის, როცა სახლში გაცილებს, გთხოვს შეატყობინო, როდის იქნები შინ, მაშინაც კი, თუ ერთმანეთს შენი სახლის კართან შორდებით.

wild and free

6. ახსოვს ყველა უმნიშვნელო დიალოგი, რაც კი გქონიათ

აუცილებლად დაამახსოვრდება იმ სუნამოს სახელი, რაზეც ოცნებობდი და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში მოგართმევს. ან საუბრის დროს ისეთ დეტალებს გაიხსენებს თქვენი წინა საუბრებიდან, რომ თავად გიკვირს და ცდილობ არ შეგამჩნიოს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რაზე ლაპარაკობს.

couple

7. კომპლიმენტს სწორედ მაშინ გეუბნება, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს

შეიძლება, ვერც კი შეამჩნიოს, რომ უმაკიაჟოდ ხარ და წუხელ ძალიან ცოტა გეძინა, მაგრამ თუ უხასიათოდ გხედავს, მაქსიმალურად ცდილობს გამოგისწოროს განწყობა ნებისმიერი საშუალებით – მათ შორის, უწყინარი ტყუილით.

8. შესვენებაზე მოულოდნელად ყავით გაკითხავს

რაც მთავარია, ახსოვს, რომ გიყვარს ლატე და ცოტა მეტი შაქარი.

love

9. ფიქრობს, რომ შენთვის დამახასიათებელი გამაღიზიანებელი ჩვევები ცოტათი “საყვარელიც” კია

რატომ? უბრალოდ ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

10. უყვარს შენი მიღწევების სხვებისთვის გაზიარება

“ეს ჩემი შეყვარებულია. ახლახანს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი და ერთი კვირის თავზე სამსახურიც შესთავაზეს.”

თუ გვერდით ასეთი კაცი გყავს, გილოცავ, შენ “ის” იპოვე! წარმატებებს გისურვებთ ურთიერთობებში და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს, შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ!

კარგი და ნამდვილი მეგობრები

$
0
0

როცა მთავრდება ურთიერთობა…

მთავარდება ერთი ეტაპი და იწყება შემდეგი. ეს ზოგჯერ თანდათან ხდება, უმტკივეულოდ, ხშირად კი სწრაფად და მტკივნეულად. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები თანადგომას ეძებენ. თანადგომისთვის არსებობენ მეგობრები: კარგი და ნამდვილი მეგობრები.

კარგი მეგობარი შენს პრობლემას თავისად აღიქვამს, გისმენს, თუმცა უფრო მეტს გიყვება, ვიდრე გისმენს, რჩევას გაძლევს მაშინაც, როცა არ ითხოვ.

კარგი მეგობარი ხშირად შენს დამთავრებულ ურთიერთობას საკუთართან აიგივებს, გირჩევს, გააკეთო ის, რაც სწორად მიაჩნია, რისთვისაც თავად ნებისყოფა და გამბედაობა არ ეყო; გარწმუნებს, რომ ის “არც იყო შენი ღირსი”; გირჩევს, “გაწყვიტო ყველანაირი კონტაქტი, რაში გჭირდება, არ გჭირდება, მის გარეშე უკეთ იქნები”; გირჩევს, “არ უპასუხო მის ზარებს, შეტყობინებებს”; და შემდეგ იწყებს ლაპარაკს თავისი წარუმატებელი ურთიერთობის შესახებ: რა სულელი იყო, როცა მას მისტიროდა, რა პრობლემები ჰქონდათ, როგორ ექცეოდა, რამდენს იტანდა, გიყვება ისტორიებს, რომლებიც აქამდე უკვე ბევრჯერ გაქვს მოსმენილი; გულწრფელია, როცა გეუბნება, რომ “შენ გგონია არ გღალატობდა? კარგი რა, კაცია, რა თქმა უნდა გღალატობდა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ არ იცი”, რადგან თავად გრძნობდა თავს მოტყუებულად, ასკვნის, რომ შენი ურთიერთობა ვერაფრით იქნებოდა მისსაზე უკეთესი.

ერთი ანდაზაა სხვის გაჭირვებაზე და ბრძენზე, ყველას გვყავს ასეთი კარგი მეგობრები… კარგი მეგობრები, რომლებიც გიყვებიან; გულში ჩარჩენილ ბოღმას მის მიმართ შენს დამთავრებულ ურთიერთობაზე ანთხევენ; სისუსტეს არ გპატიობენ; ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ყველაფრის მიუხედავად, მაინც, გაინტერესებდეს იმ ადამიანის ბედი, რომელმაც “ასეთი რაღაც გაგიკეთა”.

კარგი მეგობრებისთვის საკუთარი პრობლემები უზენაესია. ის, რაც შენ ახლა გაწუხებს, მას უკვე გავლილი აქვს, დიდი გამოცდილებაც დააგროვა ყოფილების სიძულვილის საკითხში და ახლა ამ გამოცდილებას გიზიარებს, როგორც თავის დროზე მას გაუზიარეს გულდაწყვეტილმა, იმედგაცრუებულმა, სხვის გაჭირვებაში ბრძენმა კარგმა მეგობრებმა.

კარგი მეგობარი მოითხოვს, რომ დაივიწყო, აღარ ახსენო, ნაკლები ილაპარაკო, შეიძულო. კარგი მეგობარი ფიქრობს, რომ შენი სიყვარულიც შენს ურთიერთობასთან ერთად უნდა გაქრეს, ასე, უკვალოდ.

კარგ მეგობარს შენი სიყვარულის პატიება არ შეუძლია.

ნამდვილი მეგობარი უფრო მეტს გისმენს, ვიდრე გიყვება; რჩევას გაძლევს მხოლოდ მაშინ, როცა ეს გჭირდება.

ნამდვილი მეგობარი საკუთარ დამთავრებულ ურთიერთობაზე მხოლოდ იმას გახსენებს, რისი მოსმენაც შენთვის იქნება სასარგებლო.

ნამდვილი მეგობარი ძლიერი ქალია, რომელიც არასდროს მიგითითებს, არასდროს მოგცემს რჩევას, რომელიც მის ურთიერთობაზეა დაფუძნებული და არა შენს პრობლემაზე.

ნამდვილი მეგობარი მხოლოდ იმას გირჩევს, რომ ეგოისტი უნდა იყო, რომ გააკეთო ის, რაც შენ! დაგეხმარება.

ნამდვილი მეგობრისთვის შენ ხარ მთავარი და არა ის, ვინც დაგთმო, დააშავა, ან არც დააშავა.

ნამდვილი მეგობარი არ მოგთხოვს გაწყვიტო მასთან ყველანაირი კონტაქტი, არ უპასუხო, დაივიწყო.

ნამდვილმა მეგობარმა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ნამდვილი მეგობარი აღიარებს, რომ შენ უკეთ იცი რა ხდებოდა შენს ურთიერთობაში, რა ხდებოდა თქვენ ორს შორის.

ნამდვილი მეგობარი ბრძენია, თუმცა არა სხვის გაჭირვებაში.

ნამდვილი მეგობარი სისუსტესაც გპატიობს, არ გაიძულებს გძულდეს ადამიანი, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავდა.

ნამდვილმა მეგობარმა იცის, რომ სიყვარული ასე, უკვალოდ არ ქრება.

ნამდვილ მეგობარს შენი სიყვარულის პატიებაც შეუძლია.

გამოდის, კარგი მეგობარი ცუდია, ნამდვილი – კარგი?!

ნუ იქნები ასეთი კრიტიკული. ალბათ, დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენც თავადვე ვყოფილვართ ასეთი კარგი მეგობრები. ალბათ, აჯობებს, კარგი მეგობრების რჩევები გავიგონოთ, თუმცა არ მოვისმინოთ; გავაცნობიეროთ, რომ მათაც ვუყვარვართ, მათთვისაც მნიშვნელოვანი ვართ, უბრალოდ მათ ასეთი თანადგომა შეუძლიათ. ალბათ, აჯობებს, აღარ მოვუყვეთ, აღარ ველოდოთ მათგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლიათ. ალბათ, აჯობებს მხოლოდ იმაზე ველაპარაკოთ, რაც მათთვის საჭირო და საინტერესოა: მათზე, მათ ურთიერთობებზე, მათ პრობლემებზე და როცა დავჭირდებით, როცა დადგება დრო და საკუთარ გაჭირვებაში ბრძენობა არ გამოუვათ, ჩვენ ვიყოთ მათთვის ნამდვილი მეგობრები!

46 სტატია ურთიერთობების შესახებ

$
0
0

ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა pink.ge-ს მკითხველებში. გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საუკეთესო სტატიები ამ თემის შესახებ და შემდეგი სახით დაგვეჯგუფებინა:

სტატიები, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას გჭირდება

01

  1. 9 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო ურთიერთობის საწყის ეტაპზე
  2. მოემზადე პირველი პაემნისთვის!
  3. რა უნდა და არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე
  4. პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები]
  5. 6 გზა, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული
  6. 3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ
  7. როგორ გამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი
  8. სად გავატაროთ პირველი ღამე?!
  9. მამაკაცის სხეულის ენა (I)
  10. მამაკაცის სხეულის ენა (II)

სტატიები, რომელიც ურთიერთობის დროს გამოგადგება

I-love-You

  1. 5 გზა ურთიერთობებში უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის
  2. ბედნიერი წყვილების 10 ჩვევა
  3. როგორ მივანიჭოთ საყვარელ მამაკაცს სიხარული
  4. საპირისპირო მუხტები იზიდავს… ურთიერთობაშიც!
  5. სექსუალური ურთიერთობების ასაკი
  6. მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად
  7. პარადოქსული ურთიერთობა
  8. 5 ზედმეტი ქმედება სასიყვარულო ურთიერთობაში
  9. ინტიმის პრობლემები
  10. რისი გაკეთება არ ღირს სექსის დროს
  11. ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის
  12. ფლირტისას დაშვებული შეცდომები

სტატიები, რომელიც სიძნელეების, დაშორების დროს არის სასარგებლო

03

  1. რატომ რთულდება ურთიერთობები
  2. განშორების 11 მიზეზი
  3. მივულოცოთ თუ არა ყოფილ მამაკაცს დღესასწაულები
  4. 5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები
  5. როცა ხვდები, რომ ურთიერთობას ვადა გაუვიდა
  6. 6 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს ურთიერთობებში
  7. რა უნდა გაითვალისწინო შეყვარებულთან დაშორებისას
  8. სიყვარული + მანძილი: 10 ხერხი ურთიერთობის გადარჩენისთვის
  9. ცალმხრივი სიყვარული
  10. ტოქსიკური სიყვარული

სტატიები, რომელიც გვასწავლის როგორ ვიყოთ მარტო და ბედნიერი

05

  1. რით სჯობს მარტოობა პარტნიორის ყოლას
  2. 9 რამ, რის არ გაკეთებასაც ინანებ
  3. ბედნიერების 20 მარტივი მიზეზი
  4. 6 მხიარული იდეა მარტოხელებს ვალენტინობის დღისთვის
  5. 8 მიზეზი თუ რატომ უნდა დავშორდეთ შეყვარებულს ვალენტინობამდე (თითქმის ხუმრობით!
  6. ყველა დროის 21 პოპ-სიმღერა EX-შეყვარებულის დასავიწყებლად

სტატიები, რომელიც შერიგებაზეა

06

  1. ღირს, თუ არა ძველი ურთიერთობების განახლება?!
  2. 8 რჩევა საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად

სტატიები, რომელიც ქორწილისთვის მზადებაზეა

07

  1. 13 რამ, რაც დაქორწინებამდე უნდა იცოდე
  2. როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები
  3. ქორწილის ორგანიზების Do’s და Don’ts
  4. ყველაფერი ქორწილის დასაგეგმად
  5. გაიფერადე ქორწილი – გაიზიარე რჩევები PINK–ისგან
  6. 27 სტატია ქორწილის და ქორწინების შესახებ

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


MARRY ME???

$
0
0

შენ წარმოიდგინე, ხელის თხოვნის ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კაცების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. ნუთუ ასეთი რთულია ჩართო ფანტაზია და შენი მეორე ნახევრის სიხარული გააორმაგო?! ცნობისთვის, რაც უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური იქნება ხელის თხოვნა, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება თანაცხოვრებაც. ხშირად მამაკაცები ფანტაზიის არქონას მატერიალურ მხარეს აბრალებენ, მაგრამ კოლაჟში შეგხვდება არაერთი ფოტო, რომელიც დაგარწმუნებს, რომ, როცა სურვილი გაქვს და საკმარისად ხარ მოტივირებული, დაბრკოლება არ არსებობს.

“MARRY ME ???”

(დაფიქრდი, სანამ უპასუხებ…)

მსგავსი ფორმითაც შეიძლება გრძნობების გამოხატვა:

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.



პატარები და დიდები – #hotdads

$
0
0

ახალგაზრდა მამების მზრუნველობა ბოლო პერიოდში ჩვენს ყურადღებას იპყრობს. ტრადიციულად, ბავშვის აღზრდაში დედას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, მამას კი მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ევალებოდა.

თუმცა დადგა დრო და მოვალეობები თანაბრად გაიყო, როგორც მატერიალური, ასევე მზრუნველობის თვალსაზრისით.

გადახედე ჩვენს გალერეას და დატკბი იმით, თუ როგორ ზრუნავენ მამები პატარა გოგონებზე და ბიჭებზე. :)

15751060-R3L8T8D-650-68d53fe661309af95ecf22870c5a8265

 

საქორწილო ტორტის 6 ალტერნატივა

$
0
0

თუ უახლოეს მომავალში შენ ან შენი მეგობარი ქორწილს გეგმავთ, მაშინ ეს სტატია ძალიან დაგეხმარება.

ბევრი ლამაზი საქორწილო ტორტი მინახავს, მაგრამ გემრიელი ცოტა გამისინჯავს. ყველა თითქოს ერთმანეთს გავს. მასიურები, თეთრები, ზოგჯერ ვარდებით და თავზე ნეფე-დედოფლის ფიგურებით,  რომლის დაჭრას ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან სტუმრები და მოთმინებით ახალდაქორწინებულები.

იმისათვის რომ ქორწილი სტუმრებისთვისაც დაუვიწყარი გახდეს, რაღაც ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული დეტალის შეტანა აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს არასტანდარტული საქორწილო ტორტიც, რომელიც ყველასთვის საყვარელი ტკბილეულისგან იქნება დამზადებული, ორიგინალური დიზაინით და მისი გრანდიოზულობა არ იქნება ის ერთადერთი დეტალი, რომლითაც თავს დაგამახსოვრებს.

მაკარუნების ხე

ფრანგული მაკარუნები, ფერადები და გემრიელები. ასეთი ტორტი არა მარტო ძალიან ლამაზია, არამედ ძალიან გემრიელი და ორიგინალური, თუმცა საქართველოში გემრიელ მაკარუნს ბევრგან ვერ შეჭამ.

დონატების ბუმი

ახლა თბილისში დონატების პოპულარობის პიკია. შესაბამისად ლამაზად გაფორმებული დონატების ტორტი ძალიან დასამახსოვრებელი იქნება სტუმრებისთვის.

ფერადი მაფინები

დონატებისგან განსხვავებით, თბილისში ბევრგან ამზადებენ გემრიელ მაფინებს სხვადასხვა კრემით და  მათი საშუალებით ორიგინალური ტორტის აწყობა საკუთარი დიზაინითაც შეიძლება.

ბლინების მთა

ბლინების გამოცხობა სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად შეიძლება და ორიგინალური ტორტის ასაწყობად ესეც საკმარისია.

 

SAY CHEESE

ფოტოგრაფების სტანდარტული ფრაზა “Say Cheese”-ის გამოყენება ალბათ საჭირო აღარ იქნება, როდესაც სტუმრები ჩიზქეიქით შექმნილ ტორტს დაინახავენ, მათ უმალვე ღიმილი გაუჩნდებათ სახეზე. ვის არ უყვარს ჩიზქეიქი?!

ბარიკადები

გაიხსენე ბავშვობა და ააწყვე კრემიანი ფენოვანი ხვეულებით ან შოკოლადის ქუქიებით ბარიკადები, რომელსაც ლამაზად გააფორმებ და სტუმრების აღფრთოვანებაც არ დააყოვნებს, მერწმუნე.

Follow Pink’s board Weddings on Pinterest.


მამების ემოციური ფოტოები ქალიშვილების ქორწილიდან

$
0
0

ალბათ ყველას ჰგონია, რომ ქორწილი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა. გადის წლები, ზოგჯერ ძალიან ბევრი წელიც და საკუთარი შვილის ქორწილში ჩნდება ბედნიერების და სიხარულის კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებები და ხვდები, რომ სწორედ ესაა ყველაზე ემოციური დღე, ღიმილით და ცრემლით სავსე.

ადამიანების უმეტესობისთვის ემოციების შეკავება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ემოციები მათ შვილებთანაა დაკავშირებული.

ჩვენ შევეცადეთ, გიჩვენოთ დედებთან შედარებით ოდნავ უფრო თავშეკავებული მამების ძალიან ემოციური ფოტოები მათი შვილების ქორწილიდან და მცირედი პოზიტივი გაგიზიაროთ.

თუ შენს საოჯახო ალბომშიც მოიპოვება ასეთი ფოტოები, აუცილებლად გაგვიზიარე.

ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რის შესახებაც არავინ გაფრთხილებს

$
0
0

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია…

და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის განმავლობაში შენი ორგანიზმი ათასგვარ ტრანსფორმაციას განიცდის (და არა მხოლოდ გარეგნულად). შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესდეს, თირკმელებმა კარგად ვერ იმუშავონ,ცხოვრებაში პირველად ბუასილი დაგემართოს და აღარ მოგშორდეს, კანზე გაურკვეველი წარმოშობის ხალები და მსგავსი რაღაცები გამოგივიდეს…

მოკლედ, ფორმების დაკარგვას, სექსის აკრძალვას და სტრიებს ვინღა ჩივის, როცა წესიერად ვერც მკურნალობ იმ მიზეზით, რომ იმ პატარა და ჯერაც ჩამოუყალიბებელ ადამიანს, შენს შიგნით რომაა მყუდროდ მოკალათებული და შენს კუთვნილ რკინას, კალციუმს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს უბოდიშოდ ითვისებს, რამე არ ავნო.

pregnancy_test_strip

ყველაფერი კი ძალიანაც ჩვეულებრივად დაიწყო. ორსულობის გაგებიდან მეორე დღისთვის ლაზერულ ეპილაციაზე ვიყავი ჩაწერილი. გულარხეინად მივედი სალონში და ის-ის იყო სავარძელზე დავწექი, რომ ეპილაციის სპეციალისტმა სტანდარტული შეკითხვა დამისვა: “ალერგიული თუ ხართ ან ორსულად ხომ არ ხართ?”

ჰა, რა? ვაიმე, კი, ორსულად ვარ!

“დავუშვათ ორსულად ვარ” – ვუპასუხე ორჭოფულად. სპეციალისტმა შეურაცხყოფილი სახით გადმომხედა, “სანამ გინეკოლოგის დასტურს არ მომიტან, იქამდე ვერაფერსაც ვერ გაგიკეთებო”, მომახალა და სავარძლიდან წამომაგდო. იმ დღეს ძალიან უბედური მოვედი სახლში და ჩემს ქმარს შევჩივლე, “მთელი ცხრა თვე წვერ-ულვაშით ხომ არ ვიმოძრავებ”-მეთქი. რამდენიმე დღეში კი ძალიან უკმაყოფილომ დეპილაციის კრემი ვიყიდე.

მაგრამ ეს მხოლოდ, როგორც ამბობენ, “ყვავილები” იყო.

1. ტოქსიკოზი

ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. კონკრეტულ საკვებზე მაინც ამრეოდა გული, რომ მცოდნოდა, რა მეჭამა და რა – არა. ერთი კვირა მხოლოდ მჟავე ვაშლს ვახრამუნებდი. სხვა კერძზე, უბრალოდ, გული მერეოდა.

ორსულობამდე ჩვევაში მქონდა, უზმოზე გაყინული წყალი დამელია. დილაობით უკვე წყურვილი მაღვიძებდა. ორსულობის მეორე თვეში კი, საკმარისი იყო ერთი ყლუპი ცივი წყალი ახალგაღვიძებულზე, რომ ერთი საათი უნიტაზზე ვეკიდე. (ბოდიში, ნატურალისტურად თუ აღვწერ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გაგაფრთხილოს?)

ასე დავიკელი პირველი ორი თვის განმავლობაში 3 კგ.

2. მუდმივი დაღლილობა

ვინც მიცნობს, დარწმუნებული ვარ, არ ვახსოვარ, ბოლოს როდის მნახა დაღლილი. თანაც სულ ისეთ ადგილას ვმუშაობდი, რაც გამუდმებით გადარბენებს გულისხმობს (ტელევიზია, ახალი ამბების ვებ-პორტალები და ა.შ.). ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ კარგი, მეორე თვეში სამსახურს ვეძებდი და არ ვმუშაობდი! შემეძლო თავის დაუდებლადაც კი დამეძინა. იმ თვის განმავლობაში არც სახლი დამილაგებია, არც საჭმელი გამიკეთებია, უაზროდ ვსქროლავდი ფეისბუქს და განუწყვეტლივ ვამთქნარებდი. მუშაობით ის თვე არ ვმუშაობდი. არასოდეს ასე ქრონიკულად დაღლილი არ ვყოფილვარ. ყველგან დასაჯდომს ვეძებდი, ხოლო თუ ვიჯექი – წამოსაწოლს.

3. გამუდმებული შარდვა

როგორც იქნა დამთავრდა უჭმელობის ორი თვე (გაითვალისწინეთ, არასოდეს ვმჯდარვარ დიეტაზე და, საერთოდაც, დიდი გურმანი ვინმე ვარ!) და მესამე დაიწყო. სამსახური დავიწყე, ენერგია და მადაც მომემატა, ხალისიც, თავისთავად. მაგრამ შემდეგი პრობლემა წამოიჭრა: ხანდახან ტუალეტიდან გამოსული არ ვიყავი, უკვე ისევუკან მინდოდა. ერთ კვირაში უკვე ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ტუალეტის მდებარეობა დავიზეპირე. სახლიდან გასვლის წინაც შევდიოდი ხოლმე ტუალეტში და სამსახურში მისულიც.

(კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, რომ ასე პირდაპირ ვწერ, მაგრამ აბა რა გიყო…)

4. გაზრდილი მუცელი

მეოთხე თვიდან კი უკვე ის მოხდა, რაც ყველასთვის გარდაუვალია: პირველად ვეღარ შევიკარი მაღალწელიანი შარვალი. სამსახურში ვიჯექი, როცა ისე მომიჭირა, სუნთქვა შემეხუთა. რაღას ვიზამდი, კიდევ კარგი, ცოტა გრძელი ზედა მეცვა. კარგად ჩამოვიფარე და შესაკრავი გავიხსენი. სახლში მოსულმა კი გარდერობი გადავახარისხე.

თითოეული ტანსაცმელი ახალნაჭამზე კარგად მოვიზომე, დავჯექი, ავდექი, გავიარ-გამოვიარე და იმის მიხედვით გადავდე-გადმოვდე. გადადებულებში 2-3 შარვალი და ერთიც მაღალწელიანი ბოლოკაბა მოხვდა. თავი დავიმშვიდე, რა მოხდა მერე, შარვლების და ბოლოკაბების მეტი რა მაქვს-მეთქი! (ჰა-ჰა-ჰა! #სიმწრისსიცილი)

pregnancy-healthy-food

5. აკრძალვების სერიები

კვირა კვირას მისდევდა. დადგა ზაფხული – მოკლე სარაფნების და მოკლემკლავიანი მაისურების ჩაცმის დრო. ცხრათავიანი გველეშაპის მომდევნო თავიც ამოძვრა: გავაცნობიერე, რომ ზაფხულში ვერ გავირუჯები! არადა ეს ჩემს საყვარელ საქმიანობებს შორის პირველ ადგილზე თუ არა, პირველ სამეულში მაინც შედის!

კი, რა თქმა უნდა, შემიძლია, დილის 10 საათამდე მზეზე ვიყო, მაგრამ რომელი ნორმალური ირუჯება დილის 10 საათამდე? გარდა ამისა, ცხადია, ზაფხულის კიდევ ერთი სიამოვნება, მეგობრებთან ერთად ლუდის სმაც გამოირიცხა. რაც არ უნდა ეგოისტი და საკუთარ თავზე და სურვილებზე შეყვარებული იყო, ალკოჰოლს ვერ მიიღებ. აი, მორჩა და გათავდა. არ შეიძლება! ბავშვი რომ რამე ნაკლით დაიბადოს, მერე მთელი ცხოვრება უნდა გტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა.

6. გამონადენი და საშოს ინფექციები

იცოდი, რომ პირველ ტრიმესტრში სარკის ჩადგმა და ნაცხის აღება არ შეიძლება? როგორც არ უნდა მოგკლას ქავილმა, გამონადენმა და წვამ, არ შეიძლება და მორჩა! არა, სოკო არ გაქვსო, დამამშვიდა გინეკოლოგმა ერთ-ერთი ვიზიტისას. სამაგიეროდ, ორსულობის გამო, საშოს მიკროფლორა დასუსტებულა, რაც სოკოს გავრცელების წინაპირობაა.

“ეს წამალი არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ასე ვერ იზამ, ვერც – ისე”… მოკლედ, რაღაც სანთლები მაინც დამინიშნა. “მთავარია, ნაყოფი იყოს კარგად!” გადმომხედა მენტორული სახით.

დიდი მადლობა, ყოველ წუთს თავს დამნაშავედ რომ მაგრძნობინებთ, მაგრამ მეც ხო ადამიანი ვარ, არა?

before-and-after-pregnancy

7. ცილები შარდში და დაბალი ჰემოგლობინი სისხლში

სისხლის და შარდის ანალიზების პასუხები, როგორც წესი, თითქმის, ერთი და იგივეა ყველასთვის. ცილები შარდში იმას ნიშნავს, რომ თირკმელები ნორმალურად ვერ მუშაობს. ამის გამო ორგანიზმი შუპდება (მე ხელის თითები და ფეხები მტკივა ხოლმე, ისეთი დასიებული ვარ) და გაწმენდის მიზნით სპეციალური დიეტაა საჭირო.

“დიეტა, დიეტა, დიეტა…” თქვენ არ იცით, როგორ მეშინია ამ სიტყვის! თან ისეთ სეზონზე, როცა პომიდორი, ნესვი, ბადრიჯანი და სიმინდი უკვე შემოსულია. მე კი იძულებული ვარ სამი დღე ასკილის წვენი ვსვა და ვაშლი და ხაჭო ვჭამო. თუ ვგრძნობ, რომ გული მიმდის, მხოლოდ მაშინ მივატანო გახუხული პური. ეს უკვე ჩემი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. სამი დღე სამსახურში დაბღვერილი დავდივარ. ყველა მეკითხება ხასიათის ცვლილების უეცარი მიზეზი რა არის და ყველა მამშვიდებს: “არა უშავს, ორსულობის დროს ხასიათი ხშირად შეგეცვლება!”

ორსულობა რა შუაშია, ხალხო, დიეტაზე დამსვეს, ფუ! როგორც იქნა, სამი მტანჯველი დღე გავიდა და განმეორებითმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ვაშა! გაუმარჯოს სრულფასოვან კვებას!

8. ბუასილი

ამბობენ, 10-დან 8 ორსულს ბუასილი ემართებაო. მომატებული კილოგრამები, ამხელა დატვირთვა მუცელში, კვება და ა.შ. ცხადია, ყველა სწორი ნაწლავი ამდენს ვერ უძლებს. ბუასილი ჩემთვის, ჯერჯერობით, ყველაზე რთული გამოწვევაა – ხელ-ფეხის დასიებაზე უფრო რთულიც კი. დაჯდომით თუ დაჯექი, მერე ადგომაა ერთი სიკვდილი, და – პირიქით. თანაც, დიდი შანსია, მშობიარობის მერე გართულდეს და მოკლედ, შარია, მტკივნეული შარი.

(ამას მთლად ასე პირდაპირაც ვერ დავწერ, უჩემოდაც ხომ წარმოგიდგენია, რა საშინელებაა ბუასილი?)

Pregnancy-is-Beautiful-random-37033585-1698-1131

9. კბილები და თმა

ამბობენ, ორსულებმა კბილებს განსაკუთრებით უნდა მოუარონ, იმიტომ რომ კალციუმი, რაც თმას და კბილებს კვებავს, ბავშვის განვითარებაზე იხარჯება. სწორედ ამიტომ უნდა მიიღონ ორსულებმა დიდი რაოდენობით რძის პროდუქტი, ოღონდ ისეთი კი არა, მაღაზიებში რომ იყიდება, ნატურალური, ან დალიონ ვიტამინები.

მე ვიტამინების კომპლექსსაც ვსვამ და ნატურალურ ხაჭოსაც ვჭამ. ხან დედაჩემი მიკეთებს, ხან – ყიდულობს ნაცნობი მერძევესგან. თმას რაც შეეხება, უფრო მეტი თმა ამომდის ხელ-ფეხზე და მუცელზეც (ჰო, მუცელზეც!). სული კბილით მიჭირავს და ვლოცულობ, რომ მშობიარობის მერე დამცვივდეს. ექიმი მეუბნება, რომ ესეც ბუნებრივი და დროებითია და, რომ ესეც გაივლის. თუმცა ასეთ პირობებში დარჩე სექსუალური და ჰგავდე იმ ორსულ ქალებს, რომლებიც შიშვლები პოზირებენ კამერის წინ ბედნიერი და შთაგონებული სახით, ცოტა რთულია.

10. შეცვლილი ხასიათი

You don’t say! ამ ყველაფრის მერე ვინმე კარგ ხასიათზე რჩება? ყველაფერს შენ უნდა გაუმკლავდე, სხვა გზა არ გაქვს. ჩემი ქმარი მაქსიმუმს აკეთებს და ტყავში ძვრება, რომ ეს მდგომარეობა შემიმსუბუქოს და ის რომ არა, დღეში ათჯერ მაინც ვიტირებდი. პარტნიორში ჩემსავით უნდა გაგიმართლოს, თორემ სხვაგვარად არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, როგორ გავუძლებდი ყველაფერს.

o-PREGNANT-facebook

უკვე მერვე თვეში გადავედი. მშობიარობამდე სრული 8 კვირა დამრჩა. ხელის თითები საღამოობით მისივდება და მტკივა, ფეხებზე უკვე კოჭებიც აღარ მიჩანს ხოლმე და ერთადერთი ფეხსაცმელიღა მეტევა. ტანსაცმლიდან 2 ჯინსი და ერთი ნაჭრის შარვალიღა მეტევა, 20 სარაფნიდან – მხოლოდ სამი. ზედები ყველა დამიპატარავდა და რამდენიმე ახალი ვიყიდე, ცოტა გრძელები. ბუასილი ისევ გაღიზიანებული მაქვს, ბოლო ტრიმესტრში მგზავრობა აღარ შეიძლება და მეც, სხვა გზა არ მაქვს, თბილისში ვარ გამომწყვდეული. დახრით ვეღარ ვიხრები. მუცელი ყელში მებჯინება და დილაობით ჩემი ქმარი მიკრავს ფეხსაცმლის თასმებს. მეუბნებიან, დატკბი თავისუფლების ბოლო კვირებით და ნუ წუწუნებო.

არა, კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ვცდილობ, გაგაფრთხილო, რისი გადატანა მოგელის. მერე რა, თუ ცოტა მუქ ფერებში გიხატავ, მზად ხომ უნდა იყო?! თანაც, გაითვალისწინე, რომ ჩემი ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იოლია! ფეხით ისევ იმდენს დავდივარ, რამდენსაც დავდიოდი (ცხადია, ლაშქრობები და აღმართები გამოვრიცხე წელს :-) ), პირველ ტრიმესტრს და რამდენჯერმე დიეტას თუ არ ჩავთვლით, ვჭამ იმას, რაც მინდა (ცხადია, ფასტ-ფუდებს არა) და ენერგიაც სამყოფი და საკმარისი მაქვს.

სინამდვილეში ეს ყველაფერი აუტანელი სულაც არაა. ადამიანს ხომ ყველანაირი ფიზიკური ტკივილი გადააქვს. ასჯერ ამაზე უფრო ცუდადაც ვყოფილვარ და უფრო დაღლილიც. ერთხელ, ამ ორი წლის წინ, როცა წითელა მქონდა, სახლიდან ორი კვირა ვერ გავდიოდი და 10 დღის განმავლობაში ტემპერატურა 39 გრადუსზე ქვემოთ ვერ დავიგდე. ცოტა უფრო ადრე კი, ჩუტყვავილა მქონდა. გამონაყარმა, დაუბანლობამ (აკრძალულია წყლის მისხმაც კი) და სახლიდან გაუსვლელობამ კინაღამ გამაგიჟა. აი, ეს იყო თუ იყო ტანჯვა-წამება.

რომ იცოდე, ამ ყველაფერს მართლა აბალანსებს ბავშვის მუცელში მოძრაობით მოგვრილი სიხარული, მომავლის გეგმები, სახელის შერჩევის პროცესი ბავშვის მამასთან ერთად და, რაც მთავარია, მოსიყვარულე პარტნიორი! ადამიანი, რომელიც გასიებულ ფეხებზე ცივ წყალს დაგასხამს, საჭმელს მოგიმზადებს, მასაჟს გაგიკეთებს, ჩაგეხუტება და გეტყვის, რომ მისთვის მაინც სექსუალური ხარ, რაც არ უნდა მოხდეს.

ქორწილის ფოტოგრაფის თვალით დანახული ემოციები

$
0
0

ეს 18 კადრი ფოტოგრაფების არჩევანია და მათ მიერ გადაღებული საქორწილო ცერემონიალების ყველაზე გულწრფელ, ლამაზ ეპიზოდებს მოიცავს. ფოტოები გულგრილს არ დაგტოვებთ.

წყვილმა წლების წინ და-ძმა დაკარგა.

მათი ქორწილის დღეს, მზის ჩასვლისას ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა. სტუმრები ამ საოცრებას გარდაცვლილების იქ ყოფნით ხსნიდნენ და ახალდაქორწინებულებთან ერთად ტიროდნენ.

ქორწილი ყველაზე ემოციური მეჯვარეებით.

კადრი, სადაც პატარძლის მეჯვარეები ცრემლებს ვერ იკავებენ, როცა ის საქორწილო ფიცს წარმოთქვამს.

მეორე ნახევრის დანახვისას, ქალები ძირითადად ცრემლს ვერ იკავებენ ხოლმე.

თუმცა ამ ფოტოში ხედავთ პატარძალს, რომელიც ბედნიერების ემოციას განსხვავებულად გამოხატავს.

ჯეისონის თვალები ცრემლით აივსო, როცა ის ნიკის მიერ წარმოთქმულ საქორწილო ფიცს უსმენდა.

ნატალი და მაიკი სკოლიდან შეყვარებულები არიან და უკვე 10 წელი აქვთ ერთად გატარებული!

ეს ემოციური კადრი იმ მომენტს ასახავს, როცა პატარძალი მეორე ნახევრის შემობრუნებას ელოდება. რამდენიმე წამში ის პირველად დაინახავს მომავალ ცოლს საქორწილო კაბაში.

ქორწილამდე 52 დღით ადრე მან საყვარელი ადამიანი დაკარგა.

ამ კადრმა თავად ფოტოგრაფიც აატირა.

მომავალი ქმარი ცდილობს, დაამშვიდოს პატარძალი, რომელსაც ფიცის წარმოთქმისას ემოციები მოაწვა.

პატარძალმა ცოტა ხნის წინ მამა დაკარგა.

ცეკვის დროს მეწყვილეობა მას ძმამ გაუწია.

მეჯვარეები დედებთან ერთად პატარძლის ირგვლივ შეიკრიბნენ და მთელი გულით ლოცულობდნენ.

ლოცვა ჯვრისწერაზე.

ბიჭის მამა 11 წლის წინ გარდაიცვალა.

ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალმა და ოჯახის წევრებმა გარდაცვლილის საპატივცემულოდ, მისი მემორიალური დროშა აღმართეს.

მამა-შვილის პირველი შეხვედრა ქორწილის დღეს და დედა, რომელიც ბედნიერების ემოციებს ვერ იკავებს.

ქალიშვილის საქორწილო კაბაში დანახვისას, მამა ცრემლს ვერ იკავებს.

ნეფე-პატარძალმა ჯვარი დაიწერა ეკლესიაში, სადაც გოგოს ბაბუა იყო დაკრძალული.

მამა-შვილის ემოცია ქორწილის დაწყებამდე.

ამ კადრს ისინი დღემდე იხსენებენ.

ბედნიერი ნეფე-პატარძალი დღესასწაულის დასრულებისას, საზღვაო აკადემიაში.

ბაბუას და შვილიშვილის ემოციური კადრი.

ნეფე-პატარძლისთვის ყველაზე გამორჩეული ფოტო ქორწილის დღიდან.

Viewing all 30 articles
Browse latest View live